Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ 123 დევნილ სტუდენტს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა

Category: IDP Georgia 
2017-08-02

სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 123 დევნილს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა. სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

 

დღეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა ნაწილთან, რომლებიც სწავლობენ თბილისისა და გორის სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელშეკრულებები გაფორმდა.

 

მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ შემოვიდა 161 განაცხადი. განაცხადების მიღება 17 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 11 ივლისს გაიმართა კომისიი პირველი სხდომა , სადაც განხილულ იქნა 129 განაცხადი, რომელთაგან 123 დაკმაყოფილდა. დარჩენილი განაცხადები კი შემდეგ კომისიის სხდომაზე იქნება განხილული.
2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ.

 

თუმცა, ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფინანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება. 2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაახლოებით 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება.

 


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker