Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

Category: Announcements 
2017-11-06

2017 წელს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, მთელ მსოფლიოში ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომლის თემაც წელს არის: "მშვიდობიანი სახლიდან,  მშვიდობამდე მსოფლიოში: უსაფრთხო განათლება ყველას!".

 

კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, კოალიციის "განათლება ყველასათვის საქართველოში" მხარდაჭერით, აცხადებს კონკურს ახალგარზდა  ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის  გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მულტიმედიური მასალების – სტატიების/ბლოგების, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟების– შექმნასთან დაკავშირებით.

 

კონკურსი გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და სერთიფიკატებით. 
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2017 წლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

 

 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:

 

** რეპროდუქციული უფლებები და აბორტი;
** ფემიციდი და შერჩევითი (სელექციური) აბორტები;
** ქალთა ეკონომიკური დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა, ეკონომიკური ძალადობა;
** სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს, როგორც ომის დროს გამოყენებული იარაღი;
** სექსუალური შევიწროვება ქუჩაში და სამსახურში;
** ქალის ობიექტივაცია;
** ქალი და პოლიტიკური ძალადობა;
** კომერციული სექს-სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები;
** ქალი უფლებადამცველები ქართულ რეალობაში;
** ბულინგი და ინტერნეტ ბულინგი – ქართული რეალობა;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები - პრობლემები და გამოწვევები;
** ქალის სექსუალობის კონტროლი;
** ეკოლოგიური კატასტროფები და მათი ზეგავლენა ქალებზე საქართველოში;
** მედია და ქალთა პრობლემების გაშუქება;
** ქალის როლი კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში.


მასალების ელექტრონული ვერსიები, ვებ-ბმულის სახით უნდა წარედგინოს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ელექტრონულ მისამართზე:  office@ginsc.net,  2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

 

წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს კონკურსში მონაწილე პირის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო სახლის/ სამსახურის და მობილური ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართი).

 

გამარჯვებულები შერჩეულნი იქნებიან საკითხის აქტუალობისა და შესაბამისობის, ხარისხის, საკითხისადმი საინტერესო მიდგომის მიხედვით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ტელ: (995 32) 295 29 34

e-mail: office@ginsc.net

საკონტაქტო პირი: თეონა ჩიქოვანი

 

 

 

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker