Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საკოორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ

Category: Gender policy 
2018-01-16

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის არსებული მექანიზმების შესახებ საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

 

საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მოსმენა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ზოგადად გენდერული პოლიტიკის გასაძლიერებლად.

 

შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და პარლამენტის გენდერულ საბჭოს არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

 

გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით განსაზღვრული გენდერული პოლიტიკის მექანიზმები, ადგილობრივ დონეზეც ეფექტიანად იყოს გამოყენებული.

 

გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა და ნინო წილოსანმა, რომელთაც გამოთქვეს მზაობა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობის პროცესში.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე, რომელმაც მონაწილეებს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

ეფექტიანი კოორდინირების მიზნით, შეგროვდა ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე გენდერული საბჭოების გასაძლიერებლად მიმართული სამომავლო პროექტების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების გამართვის შესახებ.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფონდი ‘სოხუმი’ და Mercy Corps.


Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker