Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

იქნებიან თუ არა რეაბილიტირებული სუფრაჟისტები ბრიტანეთში?

Category: Gender in the world 
2018-02-07

გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნავენ The Representation of the People Act-ის  გამოქვეყნების ასწლეულს, რომელმაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. თუმცა, სუფრაჟისტების რეაბილიტაციის საკითხი, რომლებიც იბრძოდნენ ამ უფლების მოსაპოვებლად და ამისთვის ისჯებოდნენ, ბრიტანეთში ღიად რჩება.

 

1918 წლის 6 თებერვალს ბრიტანეთში The Representation of the People Act-ი  მიიღეს, რომელმაც 30 წლის ქალებს ხმის უფლებას აძლევდა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, ლონდონში, ტრაფალგარდის მოედანზე გამოჩენილი სუფრაჟისტების ფიგურები იყო გამოფენილი.

 

 

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ასევე დაიწყო კამპანია, რომლის მიზანია გადაიხედოს ის ბრალდებები, რომელიც სუფრაჟისტებს მაშინდელმა მთავრობამ წაუყენა და მოხდეს მოძრაობის ათასობით დაპატიმრებული წევრების სრული რეაბილიტაცია.

 

კერძოდ, ამ სიაშია არიან მოძრაობის ისეთი ლიდერები, როგორიცაა ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი, ემელინ პანკჰერსტი, ემილი დევიდსონი და ფლორა დრამონდი.

 

 

შოტლანდიელმა ლიდერმა, რუთ დევიდსონმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კამპანიას, რადგან "ეს ქალები არასწორი კანონის გამოსწორებისთვის იბრძოდნენ“.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რადმა განაცხადა, რომ ის განიხილავს სუფრაჟისტების რეაბილიტაციის საკითხს, თუმცა დასძინა, რომ ეს რთული  პროცესი იქნება.

 

"სუფრაჟისტები ფიქრობდნენ, რომ ხმის მიცემის უფლება ქალებისთვის საკმარისი იქნებოდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად ", - განაცხადა ტრაფალგარდის მოედანზე ლონდონის მერმა სადიკ ხანმა.

"მაგრამ ცუდი ამბავი ისაა, რომ ასი წლის შემდეგ გენდერული უთანასწორობა ჯერ კიდევ ჩვენი რეალობაა... ასე რომ, ყველა ჩვენგანმა, უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა", - განაცხადა მან.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker