Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭო შეიქმნა

Category: Gender policy 
2018-02-19

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.

 

ამ საქმიანობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შორის. შეხვედრას ესწრებოდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოთარ ჩალათაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი.

 

შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაია შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა პროექტის შესახებ, რომელსაც ამჟამად ახორციელებს ორგანიზაცია და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სობჭოს წევრების გენდერულ საკითხებში გადამზადებას ეხება და ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემგეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული სობჭო, რომლის შემადგენლობაში საკრებულოს 8 დეპუტატი შევიდა. კანონმდებლობის მიხედვით სობჭოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

 

ცნობისათვის, 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს.

 

 

შეხვედრა ჩატარდა პროექტი: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

Tags: UNDP

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker