Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თავშესაფარს მიღმა

კატეგორია: განცხადებები 
2018-02-22

“ქალთა ფონდი საქართველოში“ იწყებს კამპანიას “თავშესაფარს მიღმა”, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის მსხვერპლთა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დროებით მცხოვრებ ქალებს ხელი შეუწყოს დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში, რათა მათ აღარ მოუწიოთ ძალადობრივ გარემოში დაბრუნება.

 

შეგროვილი თანხით თავშესაფრის სამზარეულო აღიჭურვება საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ მზარეულის კურსი, რაც როგორც თავშესაფარში, ასევე თავშესაფრის მიღმა მათ დასაქმებაში დაეხმარება.

 

საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ თავშესაფარში ამუშავდება სოციალური საწარმო - მზა კერძების მიწოდების სერვისი, სადაც დასაქმდებიან ცენტრში მცხოვრები ქალები. გარდა იმისა, რომ ისინი შეიძენენ პროფესიულ გამოცდილებას, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი შემოსავლით.

 

იდეის განხორციელებისთვის საჭირო 50 000 ლარის შესაგროვებლად „ქალთა ფონდი საქართველოში“ თიბისი გალერეაში 1 მარტს გამართავს გამოფენა-გაყიდვას, ხოლო 2 მარტს აუქციონს, რისთვისაც 70-ზე მეტმა ხელოვანმა სრულიად უანგაროდ უკვე შემოგვწირა საკუთარი ნამუშევრები.

 

ნამუშევრების სანახავად და მათზე დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

გამოფენა - გაყიდვაზე წარსადგენი ნამუშევრები - http://bit.ly/2EpFwxU

აუქციონზე წარსადგენი ნამუშევრები -

http://bit.ly/2ClmN0k

 

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის გარდა, თავშესაფარში მცხოვრებ ქალთა მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვით - GE73TB7505136080100006.

 

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 2003 წლიდან მუშაობს. მას შემდეგ ორგანიზაციას აქვს იურიდიული კონსულტაციის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და თავშესაფრის სერვისები.

 

თავშესაფარში ამჟამად 13 ბავშვი და 7 ქალი ცხოვრობს. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში 11 დაქორწინებული ან ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი ქალიდან 1 ქალს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამოცდილება აქვს, ხოლო სამი ქალიდან ერთს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე.

ტეგები: დასაქმება გაძლიერება ქალთა ფონდი საქართველოში ძალადობა მსხვერპლი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker