Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ფინეთში თანასწორობის დღე აღინიშნება

Category: Gender in the world 
2018-03-19

19 მარტს, ფინეთში აღნიშნავენ თანასწორობის დღეს  (fin Tasa-arvon päivä). ის ემთხვევა მწერალის, დრამატურგის, ჟურნალისტის, საზოგადო მოღვაწის მიმა კანტის დაბადების დღეს, რომელიც მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა.

 

მინა კანტი (1844 - 1897 წლები) - დაბადებული ულრიკა ვილჰელმინა იონსონი (Ulrika Wilhelmina Johnson) - ფინეთის პირველი ქალი მწერალი და ჟურნალისტი იყო. ის ცნობილია თავისი ნამუშევრებით, რომელიც ფინეთის და შვედეთის ქალებს მიუძღვნა. თავის ნაწარმოებებში ის  განსაკუთრებულ ყურადღებას ქალების მძიმე მდგომარეობას და მათ მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას აქცევდა. მინა კანტს დიდი წვლილი მიუძღვნის იმაშიც, რომ 1906 წელს ფინეთში, პირველად ევროპაში, ქალებმა ხმის უფლება მოიპოვეს.

 

მომავალი მწერალი დაიბადა ვაჭრის ოჯახში. ვილჰელმინამ კარგი განათლება მიიღო და პედაგოგთა სემინარიაში სწავლობდა. თუმცა ვერ დაამთავრა, რადგან ცოლად ფერდინანდ კანტს გაყვა. ამ ქოწინებაში შვიდი შვილი დაიბადა.

 

ქორწინების 14 წლის შემდეგ, მინა კანს ქმარი გარდაეცვალა. მას მოუწია ოჯახის ბიზნესის  გაგრძელება და ამ საქმიანობაში ჩართვა. ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და მინა პარალელურად ლიტერატურულ და სოციალურ საქმიანობაშიც ჩაერთო. მისი სახლი ფინეთის ინტელიგენციის შეხვედრის ადგილი გახდა. მის სალონში, დარვინიზმისა და მატერიალისტური ფილოსოფიის პროგრესულ იდეებს, ქალთა თანასწორობის პრობლემებსა და ფინეთის ენისა და კულტურის საკითხებს განიხილავდნენ.

 

1906 წლის 19 მარტს, მინა კანტის დაბადების დღეს, ფინეთმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვით ქალებს მიეცათ თანასწორი საარჩევნო უფლებები.

 

ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში აღიმართება სახელმწიფო დროშები, მწერლის ძეგლთან კი ყვავილები მიაქვთ.

 

ფინეთში თანასწორობის დღე, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2003 წლიდან აღინიშნება. 2007 წლიდან კი ის ოფიციალურად შევიდა სახელმწიფო დღესასწაულების კალენდარში.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker