Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გენდერული კვოტირების მიღება არის პარლამენტის ისტორიული მისია და ჩვენი ღირსების გადაწყვეტილება

Category: Gender policy 
2018-03-22

21 მარტს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილებოდა საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ.

 

კანონპროექტის განხილვის დროს სიტყვით დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოვიდა.

 

მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას საქართველოში და მოუწოდა პარლამენტარებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ.

 

„გენდერული კვოტირების მიღება არის პარლამენტის ისტორიული მისია და ჩვენი ღირსების გადაწყვეტილება“– დაწერა მან თავის facebook გვერდზე.

 

 

 

 

 

 

„ბუნებრივია გენდერული კვოტირება პირდაპირ არ უკავშირდება ამ საკითხს [ქალთა მიმართ ძალადობას] მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს პარლამენტის მხრიდან, პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რომ მთელს საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ჩვენ ამ პრობლემას - ქალთა დისკრიმინაციის საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა არის არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხი იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და თუნდაც ფემიციდის კუთხით საქართველოში არსებობს.“– განაცხადა ასევე დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

განხილვა გაგრძელდება 23 მარტს და  კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლანემტის სპიკერის, ირაკლი კობახიძესა და  ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის გამოსვლებით დასრულდება, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა. 
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქალთა წარმომადგენლობა 2020 წლის პარლამენტში გაიზრდება მინიმუმ 26%-მდე, ამჟამინდელი 15%-დან.

 

საქართველოს პარლამენტი განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
კანონპროექტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ არის ინიცირებული. 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker