Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

66 ხმა 14 წინააღმდეგ – პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტს კენჭი უყარა

Category: Gender policy 
2018-03-23

23 მარტს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილებოდა საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ.

 

კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლანემტის სპიკერის, ირაკლი კობახიძეს, ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, მაია კუპრავას გამოსვლებით დასრულდა, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა.

 

 

 

 

 

„ჩვენ  პარლამენტში  გვყავს 23 ქალი დეპუტატი და კანონპროექტის მხარდასაჭერად გვჭირდება 76 ხმა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ,  ჩვენი კოლეგების- კაცების,   მხარდაჭერა გვჭირდება“– განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.


 

 

„ეს ის ხელოვნური ჩარევაა, რომლის მიზანიც ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფაა“– განაცხადა  თავის გამოსვლისას პარლანემტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.

 

საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად 66 ხმით 14 –ის წინააღმდეგ პარლამენტმა პირველი მოსმენით არ მიიღო სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტი. „საარჩევნო კოდექსში", როგორც ორგანულ კანონში, ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს: „საპარლამენტო უმრავლესობა ინიცირებას გაუკეთებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ“.

 

 

საქართველოს პარლამენტში განიხილება 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
კანონპროექტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ არის ინიცირებული.


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker