Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მსოფლიო ბანკი: შეზღუდვები სამუშაოზე ქალებისთვის 104 ქვეყანაში მოქმედებს

Category: Gender in the world 
2018-04-05

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა „ქალები, ბიზნესი და სამართალი 2018“, რომელიც აფასებს  სიტუაციას გენდერული თანასწორობის სფეროში189 ქვეყანაში. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 104 სახელმწიფოში არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვები ქალების განვითარებისთვის ბიზნესში და ეკონომიკის სფეროში.

 

„შეზღუდვები სხვადასხვა სახის სამუშაო ადგილებზე ქალებისთვის კვლავაც არსებობს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ქალთა მდგომარეობა დასაქმების სფეროში არ შეესაბამება გენდერული თანასწორობის იდეალებს.“- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

 

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 18 ქვეყანაში, ქმრებს იურიდიულად შეუძლიათ აუკრძალონ ცოლების მუშაობა. ბევრ ქვეყანაში მაღალი ხელფასების ეკონომიკის სექტორი დახურულია ქალებისთვის, რაც განაპირობებს  შემოსავლებში მამაკაცებსა და ქალებს შორის დიდ განსხვავებას.

 

ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ქალების სამართლებრივი დაცვა სამუშაო ადგილებზე: 59 ქვეყანაში არ არსებობს კანონი სექსუალური შევიწროვების შესახებ, 36-ში - ოჯახში ძალადობის შესახებ სამართლებრივი აქტი და 117 ქვეყანაში კი - ნორმები, რომლებიც ხელს შეუშლის დამსაქმებლებს განახორციელონ დისკრიმინაცია სქესის ნიშნით.

 

110 ქვეყანა არ ითვალიწინებს სისხლის სამართლებრივ დასჯას შევიწროვებისთვის სამუშაო ადგილზე, 76 ქვეყანა ბავშვის დაბადების შემდეგ არ იძლევა გარანტიას იმავე სამუშაო ადგილზე დაბრუნების, 70 ქვეყანაში კი ქალებისთვის არსებობს  შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებზე.

 

 

37 ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ორსულების გათავისუფლებას კრძალავს. 36 ქვეყანაში კი, მამაკაცები და ქალები განსხვავებული მემკვიდრეობის უფლებებით სარგებლობენ.

 

მსოფლიო ბანკმა ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასა: კანონების არსებობა, რომელიც ანიჭებს ქალებს მუშაობის, ქონების განკარგვის, სასამართლოში წასვლის, კრედიტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის (პასპორტის აღება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ბიზნესის რეგისტრაცია ან საბანკო ანგარიშის გახსნა)უფლებას. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო კანონების არსებობა, რომელიც ძალადობისგან ქალების დაცვას ითვალისწინებდა.

 

აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში სადაც ქალთა სამართლებრივი დაცვა იზრდება, მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის არსებული უფსკრული მცირდება.

 

ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით საუკეთესო ქვეყნები გახდა: აშშ, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ასევე კანადა და ავსტრალია.

 

 

ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღეს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა, მათ შორის არიან: საუდის არაბეთი, ირანი, სუდანი, კატარი, სირია და იემენი. ყველა ამ ქვეყანაში, სირიის გარდა, ქალები იურიდიულად ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სახლიდან გასვლა ან საკუთარი საცხოვრებლის არჩევა.

 

ანგარიშში ასევე აღინიშნა ხუთი ქვეყანა, რომელშიც რეფორმების განხორციელების შემდეგ დადიქსირდა წინსვლა. ესენი არიან: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კენია, ტანზანია, ზამბია და ერაყი.

 

კვლევის ავტორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბევრი მთავრობის არგუმენტს, რომ მამაკაცებისა და ქალებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება არის განპირობებული ქვეყნების ტრადიციებით და კულტურით.


Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker