Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პრობლემების იდენტიფიცირება ხობის მუნიციპალიტეტში

Category: Gender policy 
2018-04-12

11 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში, რომლის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც 7 წევრისგან შედგება. მუნიციპალიტეტის მერიაში კი დაინიშნა მერის რჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. 

 

პროექტის შესახებ:

 

პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker