Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა

Category: Gender based violence 
2018-04-16

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბაქრაძემ შეწყალების თხოვნით კომისიას ორჯერ მიმართა და მხოლოდ მეორე თხოვნის შემდეგ მიიღო კომისიამ არა სრული გათავისუფლების, არამედ სასჯელის განახევრების გადაწყვეტილება.

 

„2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა, ჩაიდინა ძალადობის აქტი, თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვე ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო დააპატიმრეს და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.

 

მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში, აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას, აგრეთვე სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მაგალითად მითითებული რამე სულიერი აშლილობის თაობაზე.

 

თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, კითხვები ინტენსიურია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

 


"ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

 

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, - ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

 

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker