Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ინდოეთში 8 წლის გოგონას მკვლელობამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია

Category: Gender based violence 
2018-04-17

ინდოეთის შტატ ჯამუში და კაშმირში 8 წლის გოგონას მკვლელობამ, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და მმართველი პარტიის კრიტიკის მიზეზი გახდა.

 

8 ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებათ გოგონას მკვლელობაში და გაუპატიურებაში, 16 აპრილს სასამართლოს წინაშე წარსდგა.

 

გოგონა გაიტაცეს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ამყოფეს, რის შემდეგაც ერთი კვირის განმავლობაში აუპატიურებდნენ და მოკლეს.

 

 

პირველი მოსმენის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. ბრალდებულების შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსანი და ორი პოლიციელი.

 

პატარა გოგონას სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღე ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები მმართველ პარტიას BJP-ს აკრიტიკებენ და გამოძიების გამჭირვალობისკენ მოუწოდებენ.

 

 

საპროტესტო აქციები დაიწყო იმის შემდეგ, როდესაც გამოვლინდა საშინელი დანაშაულის მოტივები. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო გეგმა, რომ მოხდეს მომთაბარე მუსულმანების ტომების გამოძევება რეგიონიდან, რომლებიც ძირითადად ინდუისტებით არის დასახლებული.

 

 

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ინდოეთში ქალთა მკვლელობებისა და გაუპატიურების წინააღმდეგ გამოდიან და მოუწოდებენ მთავრობას შემოიღოს უფრო მკაცრი კანონები დამნაშავეების წინააღმდეგ, მათ შორის სიკვდილით დასჯა.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker