Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

შსს ფემიციდის წინააღმდეგ რისკის შეფასების ინსტრუმენტს დანერგავს

Category: Gender based violence 
2018-04-17

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოზე იმსჯელეს. სხდომაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს. ინფორმაციას ამის შესახებ rustavi2 ავრცელებს.

 

შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ ქალთა ძალადობის პრევენციისთვის რისკის შეფასების ინსტრუმენტი ინერგება.

 

გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცველებისთვის მიმართვა.

 

„გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი ვინაიდან მოძალადე არის ოჯახის წევრი თავს იკავებენ ოჯახის წევრზე საჩივრის შემოტანისაგან“-აცხადებს თოლორაია.

 

უმრავლესობაში კანონმდებლობის ცვლილებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

 

„მუშაობაც გვაქვს დაწყებული, როგორც ფემიციდის ნორმის შემოღებასთან დაკავშირებით საჭირო ცვლილებებზე, ასევე სექსუალური შევიწროების დეფინიციის შემოღებასთან დაკავშირებით. მთავარია, ჩვენ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რაც შეაფერხებს მსხვერპლებს, რომ პოლიცია გამოიძახონ“- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი.

 

"ევროპულ საქართველოს" კი აქვს ინიციატივა, რომელიც მოძალადის დაუყოვნებლივ დაკავებას გულისხმობს.

 

პარტია ასევე მოითხოვს, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდეს.

 

„აუცილებელია კანონმდებლობის კუთხითაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის როგორც პასუხისმგებლობის გამკაცრება ასევე მექანიზმების დახვეწა“-აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი გიორგი ტუღუში.

 

აღსრულების მექანიზმის ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

 

„ის რომ ფემიციდის კვალიფიკაცია შევიდეს კანონმდებლობაში ამას არასამთავრობო სექტორი ითხოვს დიდი ხანია და ჩვენს ვეთანხმებით ამ ინიციატივას. სამწუხაროდ ხელისუფლება ფეხს ითრევდა და ეს არ განახორციელა. როდესაც შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას კრიმინალთან, რა თქმა უნდა, ასევე მატულობს ძალადობა ქალთა წინააღმდეგ“-აცხადებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინა ბოკუჩავა.

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker