შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის ელექტრონული სამაჯურის სისტემის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმუმ, წლის ბოლოსთვის ელექტრონული სამაჯურები დანერგილი იქნება.
"ელექტრონული სამაჯური გაიცემა მხოლოდ მაღალი რისკის მქონე მოძალადეებზე და ისეთი შემთხვევების დროს, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი საფრთხე არსებობს. რისკი შეფასდება შესაბამისი ინსტრუმენტით, რომლის დანერგვასაც შსს შემდეგი თვიდან გეგმავს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation