Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ირანში ჰიჯაბის გამო რელიგიური პოლიციის თანამშრომლები ქალებს დაესხნენ თავს

Category: Gender based violence 
2018-04-25

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ირანის ე.წ. რელიგიური პოლიციის თანამშრომლები თავს ესხმიან, ცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ქალებს ჰიჯაბი არ ეხურათ სათანადოდ და თმები უჩანდათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავდასხმის კადრები, რომელიც Instagram- ზე ცნობილმა ირანელმა ჟურნალისტმა და ფემინისტმა, ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ კამპანიის ინიციატორმა, მასიჰ ალინეჯადმა გამოქვეყნა, 1 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა და ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

 

 

 

 

 

 

 

ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ირანის შს მინისტრმა გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ქალებმა პოლიციელების პროვოცირება მოახდინეს, როდესაც ისინი მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის ქმედება არაადეკვატური იყო.

 

 

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მასუმე ებტეკარმა, თავის Twitter- ის გვერდზე დაგმო პოლიციის ქმედება. "როგორ შეიძლება გაამართლო ის, რაც ხდებოდა?" - დაწერა მან. "მაშინაც კი, როდესაც პოლიციელებს შეურაცხჰყოფას აყენებენ, მათ არ აქვთ უფლება ამ გზით მოახდინონ რეაგირება? მე კატეგორიულად ვგმობ ამ საქციელს და აუცილებლად დავკავდები ამ საკითხით. ეს არის სასტიკი და ანტი-რელიგიური მოპყრობა, რომელსაც არავინ არ იმსახურებს ".

 

შეგახსენებთ, რომ იანვარში ირანში, რამდენიმე ქალი თეირანის ქუჩებში გამოვიდა და ჰიჯაბის სავალდებულო ტარება გააპროტესტა. ეს იყო პირველი მასობრივი აქცია ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker