Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინეს

Category: Gender in Caucasus 
2018-04-30

2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროს პრიზზე ადამიანის უფლებათა სფეროში და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე წარადგინა.

 

აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონია, სადაც ზეწოლის შედეგად დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, დე ფაქტო მმართველობა სრულად აკონტროლებს მედიას, რეგულარულად იდევნებიან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები. ამ პირობებში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამარ მეარაყიშვილი ერთადერთი ადამიანია ვინც ზეწოლის, დაშინების და მუქარის მიუხედავად, წლებია იბრძვის ახალგორში მცხოვრებთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების და სხვა უფლებების დასაცავად. თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუები და ბლოგები ერთადერთი წყარო იყო და არის ახალგორში შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

2017 წელს მას ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება; ამჟამად კი მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, არ შეუძლია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მისი მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა.

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარდგენით, სახალხო დამცველი მადლობას უხდის თამარ მეარაყიშვილს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და მიიჩნევს, რომ ის მისაბაძი მაგალითია ყველა აქტივისტისა და ადამიანის უფლებების დამცველისთვის.


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker