Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

როგორ გადაარჩინა სიკვდილისგან ერთმა ქალმა ბურუნდიდან 30 ათასი ბავშვი

Category: It`s interesting to know 
2018-04-30

1962 წელს ბურუნდიმ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ დროიდან ქვეყანაში გაუთავებელი კონფლიქტები, ორ ეროვნულ უმცირესობებს ტუტსისა და ჰუტუს შორის, დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით გაერომ გენოციდი უწოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტუტსი და ჰუტუ ერთიანდებოდნენ ბანდებში, სასტიკად და განურჩევლად კლავდნენ ერთმანეთს. როდესაც ტუტსის ჯგუფი მიუახლოვდა ეპარქიას, სადაც მათი ეროვნების წარმომადგენელი მარგერიტ ბარანკიტსი მსახურობდა, ქალმა ჰუტუს წარმომადგენლები ეკლესიაში გადამალა. თუმცა ისინი იპოვეს. სასჯელის სახით, სადამსჯელო რაზმის წევრებმა სასტიკად სცემა მარგერიტი და აიძულეს ეყურებინა 72 ადამიანის, რომლების გადარჩენასაც ის სცდილობდა, სიკვდილით დასჯას. ყველაფერი, რაც მარგერიტს შეეძლო მაშინ, 25 ბავშვი ჰუტუს  გამოსასყიდის გადახდა იყო.

 

 

იმ საშინელი მოვლენების შემდეგ მარგერიტმა ორგანიზაცია "სახლი შალომი" შექმნა, სადაც ყველა ეროვნული ჯგუფის წარმომადგენელ ბავშვს იფარებდა. "მე ვაჩვენე ყველას, რომ ომისა და გენოციდის მიუხედავად, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ" - ამბობს მარგერიტი. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქალმა დაიწყო სოფლებში სიარული, სადაც მასობრივი მკვლელობები ხდებოდა და ეძებდა გადარჩენილ ობოლ ბავშვებს. "ჩვენი ღირებულებები უნივერსალურია " - ამბობს მარგერიტი "სახლი შალომისა" და მის აღმზრდელებზე - „თუ ადამიანი საკუთარ თავს პატივსცემს, თუ ის სავსეა თანაგრძნობითა და სიყვარულის გრძნობით, მაშინ მას ვერაფერი შეაჩერებს ან შეაშინებს. სიყვარულის შეჩერება შეუძლებელია. ეს არ შეუძლია არც ერთ ჯარს, არც სიძულვილს, არც რეპრესიებს და არც შიმშილს. "

 

 

 

25 წლის განმავლობაში მარგერიტმა 30 ათასზე მეტი ბავშვი გადაარჩინა, ააშენა მათთვის სკოლები, მისცა განათლებისა და ღირსეული ცხოვრების შანსი. მან შექმნა მოქმედი სტრუქტურა, რომელიც თვითკმარ სახელოსნოებს, კოოპერატივებსა და წარმოებებს შეიცავდა. 2008 წელს მან გახსნა საავადმყოფო REMA - ყველაზე თანამედროვე ბურუნდიში, რომელშიც დახმარება დაახლოებით 100 ათასმა პაციენტმა მიიღო.

 

 


 

მარგერიტს არასდროს ჰყოლია ბიოლოგიური შვილები, თუმცა სამოქალაქო ომის დასაწყისში მან შვიდი ობოლი იშვილა - სამი ჰუტუ და ოთხი ტუტსი. ეკლესიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ის ათასობით ბავშვისთვის გახდა დედა, რომლიბიც მას უბრალოდ "მეგის" ეძახდნენ. "მე არ მინდა, რომ ჩვენი სახლი თავშესაფრად ითვლებოდეს", - ამბობს მარგერიტი. "მე ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ ისინი ჩემი პრინცები და პრინცესები არიან, მე კი მათი დედა ვარ".

 

 

 

2015 წელს, ბურუნდის პრეზიდენტი მესამე ვადით აირჩიეს და ამით კონსტიტუცია დაირღვა. ამან ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. იმ პერიოდში მარგერიტი ძლივს გადარჩა სიკვდილს და მას ქვეყნის დატოვება მოუწია. იმავე წელს ბურუნდი კიდევ 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მათი უმრავლესობა დღეს დევნილთა ბანაკებში, რთულ პირობებში ცხოვრობს. ხელისუფლებამ ასევე "სახლი შალომიც" დახურა.

 

ბურუნდიდან იძულებით გაქცევის შემდეგ იგი რუანდაში დასახლდა, სადაც გახსნა ახალი „სახლი შალომი" და დაიწყო ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება. "ჩემი ახალი მისიაა, დაუბრუნო ხალხს იმედი", ამბობს ის.

 

წლების წინ მარგერიტმა 25 ჰუტუს ბავშვს ახალი ცხოვრება აჩუქა. ისინი გაიზარდნენ და ეხმარებიამ მას სხვა ბავშვების გადარჩენაში. ბევრი მათგანი ახლა სწავლობს და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას ოცნებობს, როგორც ექიმი ან აგრონომი, რათა შეიტანოს წვლილი ახალი ბურუნდის აშენებაში.

 


 

 

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker