Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

Category: Announcements 
2018-06-22

2018 წლის 23-24 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ.№10) ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატი გაიხსნება 23 ივნისს 14:30 საათზე.

 

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 10 ივნისს დასრულდა. დარეგისტრირდა 21 ბიზენსორგანიზაციის 22 გუნდი .


გუნდი შედგება ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც იქნება კომპანიის თანამშრომელი. ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე 15 წუთი მიეცემა, ყოველ სვლაზე (პირველივე სვლიდან) 3 წამის დამატებით.

 


ჩემპიონატში ჯამში ითამაშებს 103 მოჭადრაკე, აქედან 13 საერთაშორისო დიდოსტატი, 14 საერთაშორისო ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი. გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 


პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები. დაწესებულია ორი სპეციალური პრიზი: ააიპ „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პრიზი გადაეცემა გუნდს, რომლის შემადგენლობაში 2 და მეტი ქალი ითამაშებს.

 


სპეციალური პრიზი ასევე გადაეცემა იმ ბიზნესკომპანიის გუნდს, რომელიც მთლიანად საკუთარი თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული. პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში ჩატარდება.

 

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker