Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

Category: Gender policy 
2018-09-24

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ყველა რეგიონიდან 150-მდე საკრებულოს წევრი ქალები ესწრებიან.

 

კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ასევე უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

 

თავის გამოსვლაში თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური პოლიტიკის მნიშვნელობას, რაც ადგილობრივ დონეზე პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალთა მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

 

„დღევანდელი შეხვედრა არის განსაკუთრებული, რადგან საქართველოს მასშტაბით არჩეული საკრებულოს წევრი ქალები მიუხედავად იმისა, რომელი პარტიიდან არიან, ესწრებიან შეხვედრას. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ქალების რაოდენობა არის ძალიან მცირე.  ჩვენ პოლიტიკაში ბევრად მეტი ქალი გვჭირდება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ყველაზე უკეთ იციან სწორედ ქალებმა. სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი გაიზრდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი 2013 წელს საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციასთან თანამშრომლობის გზით შეიქმნა.

 

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის მიერ (MSPA), გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP). დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker