Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

დეპუტატს ენზელ მკოიანს სექსუალურ შევუწროებაში ადანაშაულებენ

Category: Gender based violence 
2019-07-23

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

 

ნარინე გინოსიანს, ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორს და ამავე ორგანიზაციის ბუღალტერ ანჟელიკა ფუტულიანის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს.

 

ისინი დააკავეს, თუმცა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ ამის შემდეგ  ნარინე გინოსიანმა განაცხადა, რომ ის მუქარას და სექსუალური შევიწროებას განიცდიდა პარლამენტარისგან.

 

ნარინე გინოსიანი „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გამოძიება, რომელიც მის წინააღმდეგ დაიწყო, ნინოწმინდა – ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის პირადი ანგარიშსწორებაა.

 

„ჩემთან სექსუალური კავშირი უნდოდა დაემყარებინა და მეუბნეოდა რომ ახალ მანქანას მიყიდიდა, ბინას გამირემონტებდა, საფრანგეთში წამიყვანდა და მსგავს რაღაცეებს მეუბნეოდა. ტელეფონზეც მელაპარაკა. ერთხელ, კაბინეტში საქმეზე მივედი და კიდევ მსგავსი საუბარი დაიწყო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღო დამემუქრა, რომ ბაღში საქმეს გამიფუჭებდა“, – ყვება ნარინე გინოსიანი „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

 

დეპუტატმა ენზელ მკოიანმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნარინე გინოსიანის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს რომ ეს მის წინააღმდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანიაა.

 

განცხადებაში, რომელიც მკოიანმა გაავრცელა, დეტალურადაა აღწერილი ბაღების გაერთიანების დირექტორის საქმიანობა და ჩანს რომ დეპუტატი დეტალურად იცნობს საქმეს.

 

 

„გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა,“- წერს დეპუტატი ენზელ მკოიანი.

 

ამავე განცხადებაში სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტარი, ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ ნარინე გინოსიანთან.

 

„შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, – ნათქვამია დეპუტატი ენზელ მკოიანის განცხადებაში.

 

„მაინტერესებს, დეპუტატმა ეს დეტალები საიდან იცის? მითუმეტეს, როცა გამოძიება არ არის დასრულებული, რატომ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს? ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა და ამისთვის აუცილებლად ვუჩივლებ“, – ამბობს ნარინე გინოსიანი.

 

გინოსიანი უარყოფს მკოიანის ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ურთიერთობაზეც: „საერთოდ, არცერთ პარტიასთან არ მაქვს რაიმე სახის ურთიერთობა. მმართველ პარტიასთანაც კი არ მქონია რაიმე სახის ურთიერთობა“.

 

 

ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 19 ივლისს მისცა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

 

წარდგენილ ბრალდებებზე პასუხის გაცემა ნარინე გინოსიანს სასამართლოს წინაშე მოუწევს. წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს დაინიშნა.

 

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker