Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

რუსეთში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კამპანია ოჯახში ძალადობის ახალი კანონის მიღების მოთხოვნით

Category: Gender based violence 
2019-07-25

რუსეთში ათასობით ქალი შეუერთდა სოციალურ კამპანიას, რომლის მიზანია ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ახალი კანონის მიღება.

 

კამპანიის ორგანიზატორებმა ალინა პოპოვამ და ალექსანდრა მიტროშინამ მოუწოდეს ქალებს სოციალურ ქსელებში თავიანთი ფოტოები გამოექვეყნებინათ ჰეშტაგით: "მე არ მინდოდა სიკვდილი"(«Я не хотела умирать»)  და ამით მხარდაჭერა გამოეხატათ ოჯახში ძალადობის კანონის მიღების აუცილებლობაზე.

 

 

 

 

კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, ასეთი კანონი მოქმედებს მსოფლიოს 146-ზე მეტ ქვეყანაში და აუცილებელია, რომ  რუსეთშიც იყოს მიღებული.

 

"კამპანია, რომლის  ჰეშტაგია: "მე არ მინდოდა სიკვდილი" ეძღვნებათ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლულ ქალებს და მათ, ვინც ახლა პასუხისმგებლობაშია მიცემული მოძალადე პარტნიორების მკვლელობის გამო. კანონის არსებობის შემთხვევაში, ის დაიცავდა ასეთ ქალებს პარტნიორებისგან და არ აიძულებდა თავდაცვის უკიდურესი ზომების გამოყენებას", - განმარტავენ ორგანიზატორები.

 

 

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ყოველი მეხუთე  ქალი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა,  ხოლო ქალების 80% იხდის სასჯელს მოძალადე პარტნიორის მკვლელობის გამო.

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყოველდღიურად ფემიციდის შედეგად საშუალოდ 40 ქალი იღუპება, რაც ყოველწლიურად 14 000 უდრის.

 

ამ დროისთვის პეტიცია, რომელიც კამპანიის ნაწილი გახდა, ხელმოწერილია 470,000-ზე მეტი მომხმარებლის მიერ.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ  2017 წლის თებერვალში რუსეთმა მიიღო ცვლილება კანონში, რომლის თანახმად მოხდა  ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაცია. ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, თუ ის განხორციელდა წელიწადში ერთხელ, გამოიწვია სისხლჩაქცევები და არა მოტეხილობები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 15 დღის ვადით ან ჯარიმით. თუ ერთი წლის და ერთი საათის შემდეგ მოძალადემ განმეორებით იძალადა მსხვერპლზე, ის კვლავ ჯარიმას გადაიხდის.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker