Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სომხეთში სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

Category: Gender based violence 
2019-07-30

სამხეთში, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) შესაძლო რატიფიცირების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა.

 

ზოგიერთი სომეხი ექსპერტი ამტკიცებს, რომ კონვენცია შეიცავს "საეჭვო მუხლებს" და მათი სხვაგვარად ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. კერძოდ, ეს ეხება გენდერული იდენტობის, გენდერული როლებისა და ე.წ. „მესამე სქესის“ საკითხს.

 

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი და ცალკეული პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ კონვენცია მიმართულია არა მხოლოდ სომხური ტრადიციებისა და ღირებულებების განადგურებისკენ, არამედ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასაც.

 

კონვენციის გარშემო მიმდინარე მწვავე განხილვებთან დაკავშირებით, სამხეთის იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა.

 

 

"კონვენცია არ ახდენს ზეგავლენას ეროვნულ კანონმდებლობაზე ქორწინების შესახებ. დოკუმენტი არ წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობებისთვის. თუმცა, ტრადიციები, კულტურა და რელიგია არ შეიძლება გახდეს ქალთა მიმართ ძალადობის გამართლების საფუძველი."- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა.

 

თავის მხრივ, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ასევე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ხელისუფლებას არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.
ეკლესია მიიჩნევს, რომ სტამბოლის კონვენციაში განხილული საკითხები "ცდება სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს " და მიზნად ისახავს ადამიანის "მსოფლმხედველობის შეცვლას".

 

"იდეები, რომელიც კონვენციაში არის გაჟღერებული და სქესთა შორის ურთიერთობების, რელიგიის, ტრადიციების, ადათ-წესებისა და განათლებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს, ეწინააღმდეგება ხალხის რწმენის, ეროვნების, მორალის, ღირსებისა და ოჯახის მიმართ შეხედულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების წინააღმდეგ ხელმოწერებს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები აგროვებენ. თავიანთ პოზიციას ისინი განმარტებენ იმით, რომ კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში, ქვეყანაში აღმოიფხვრება ლგბტ თემის მიერ ოჯახების შექმნისა და შვილების აყვანის იურიდიული დაბრკოლებები, ხოლო ლგბტ პირები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეეცდებიან სომხეთში თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას. არსებობს სხვა არგუმენტებიც დოკუმენტის რატიფიცირების წინააღმდეგ.

 

რესპუბლიკის ადვოკატთა პალატამ საგანგებოდ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება კონვენციის შესახებ.

 

2019 წლის ივლისის დასაწყისში, სომხეთის ხელისუფლებამ და ევროსაბჭომ წამოიწყეს ახალი პროგრამა „ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ - სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე მუშაობის გაგრძელება ” და  ამავე დროს განაცხადეს დოკუმენტის შემდგომი რატიფიცირების მნიშვნელობაზე.

 

 

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) წარმოადგენს ევროსაბჭოს საერთაშორისო შეთანხმებას. 2011 წლის 11 მაისიდან ის ღიაა ხელმოწერისთვის და ამჟამად დოკუმენტს 46-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი. ის რატიფიცირებულია 28 ქვეყნის მიერ. საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2017 წლის 19 მაისს.

 

სომხეთმა კონვენციას 2018 წლის იანვარში მოაწერა ხელი. რუსეთი და აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ერთადერთი წევრები არიან, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს სტამბოლის კონვენციას, ხოლო ბულგარეთმა, სლოვაკეთმა და ლატვიამ უარი თქვეს მის რატიფიცირებაზე.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker