Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქვეყნების ინდექსი, სადაც ქალებისთვის მარტო მოგზაურობა არ არის უსაფრთხო

Category: It`s interesting to know 
2019-08-06

დღეს მსოფლიოში იზრდება ქალების რაოდენობა, რომლებსაც მარტო მოგზაურობა ურჩევნიათ.

 

„საფრთხის ინდექსი ქალებისთვის“ («Women’s Danger Index»), რომელშიც 50 ქვეყანაა შესული შედგენილია Gallup World Poll- ის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ჯორჯთაუნის ინსტიტუტის და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემების საფუძველზე და ადგენს, თუ რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ქალებისთვის უსაფრთხო გამგზავრება მარტო.

 

ინდექსის შედგენისას მკვლევარებმა ქვეყნები 8 ძირითად რის- ფაქტორის საფუძველზე შეაფასეს: ქალთა უსაფრთხოება ქუჩაში, ქალთა მკვლელობების და სექსუალური ძალადობის სტატისტიკა, ქალთა მიმართ ძალადობა პარტნიორების მხრიდან, დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულება.

 

 

ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ესპანეთი  დასახელდა, შემდეგ მოდის სინგაპური და ირლანდია.

 

ტურისტული ბლოგის Asher & Lyric- ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამხრეთ აფრიკას ყველაზე სავალალო მდგომარეობა აქვს ისეთი მონაცემების თვალსაზრისით, როგორიცაა: ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა მკვლელობების სტატისტიკა, ქალთა უსაფრთხოება ქუჩაში.

 

ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: ქალთა მკვლელობები, ქალთა სექსუალური ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა პარტნიორების მხრიდან, შეერთებული შტატები დასავლეთში ყველაზე საშიში ტურისტული ადგილია.

 

ცალკეული რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში, უცნობთა მიერ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკი მეორე ადგილს იკავებს. ამავე დროს, საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ირანში და ასევე შუა აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა სოციალური სტატუსის მიმართ დისკრიმინაცია ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 

 

ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგი, სადაც ქალებისთვსი მარტო მოგზაურობა არ არის უსაფრთხო:

 

1. სამხრეთ აფრიკა
2 ბრაზილია
3.რუსეთი
4.მეკიკო
5. ირანი
6. დომინიკის რესპუბლიკა
7. ეგვიპტე
8. მაროკო
9.ინდოეთი
10. ტაილანდი
11. მალაიზია
12. საუდის არაბეთი
13. თურქეთი
14. არგენტინა
15. ჩილე
16. კამბოჯა
17. ბაჰრეინი
18. ტუნისი
19. აშშ
20. უკრაინა
21. არაბეთის გაერთიანებული საემიროები
22. ვიეტნამი
23. ჩინეთი
24. ინდონეზია
25. ფილიპინები
26. ბულგარეთი
27. უნგრეთი
28. ბელგია
29. ავსტრალია
30. სამხრეთ კორეა
31. იაპონია
32. საბერძნეთი
33. გერმანია
34. შვედეთი
35. ჩეხეთი
36. იტალია
37. დანია
38. საფრანგეთი
39. ნიდერლანდები
40.დიდი ბრიტანეთი
41. პოლონეთი
42. კანადა
43. ხორვატია
44. პორტუგალია
45. ნორვეგია
46. შვეიცარია
47. ავსტრია
48. ირლანდია
49. სინგაპური
50. ესპანეთი

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker