Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პაკისტანელ კაცს მოდელი დის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

Category: Gender based violence 
2019-09-27

2016 წელს მოკლული პაკისტანელი მოდელის ქანდილ ბალოჩის ძმას ვასიმ ბალოჩს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ვასიმმა აღიარა, რომ 2016 წლის 26 ივლისს საკუთარი და დაახრჩო, ვინაიდან ის მთელს ოჯახს "არცხვენდა". კერძოდ, ის სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქვეყნებდა. ვასიმის გარდა განაჩენი გამოუტანეს კიდევ 6 ადამიანს, მათ შორის რელიგიურ მოღვაწე მუფთი აბდულ ქავის. ბალოჩის ოჯახი მკვლელობაში სწორედ აბდულ ქავის ადანაშაულებდა, რომელმაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების გამო ქანდილ ბალოჩი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გააკრიტიკა.

 

ქანდილ ბალოჩი პაკისტანის სოციალური მედიის პირველი ვარსკვლავი იყო. მას სოციალურ ქსელებში ასი ათასობით გამომწერი ჰყავად, რის გამოც მას ხშირად „პაკისტანელ კიმ კარდაშიანს“ უწოდებდნენ. სოციალურ ქსელებში ბალოჩი საკუთარი ცეკვისა და სიმღერის ამსახველ ვიდეოს დებდა, რითაც კონსერვატიულ საზოგადოებაში არსებულ მკაცრ ტაბუს არღვევდა.

 

პოპულარობის მოპოვების შემდეგ მან სოციალურ ქსელებში სხვადასხვა სახის პროდუქციის რეკლამირება დაიწყო. 2015 წელს ქანდილ ბალოჩი მოხვდა 10 ადამიანს შორის, რომლებსაც პაკისტანის ტერიტორიაზე Google-ში ყველაზე ხშირად ეძებდნენ.

 

აბდულ ქავიმ ბალოჩი შეხვედრაზე მიიწვია, მოდელმა კი მუფტისთან შეხვედრაზე სელფი გადაიღო და სოციალურ ქსელებში ატვირთა. რამდენიმე დღეში ის საკუთარ საწოლში მოკლული ნახეს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker