Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მამუკა ხაზარაძე: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს

Category: Gender in Caucasus 
2019-10-03

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მისამართით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს, თუმცა ის ადამიანთა ნაწილმა სექსისტურად აღიქვა.

 

„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.

 

თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

 

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

 

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია, ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ ახალი 12 წევრის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკრიტიკა, „ხაზარაძეს სძულს ქალები ვინც სამზარეულოდან ცხვირი გამოჰყო“, - თქვა მინისტრმა წულუკიანმა.

 

  

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker