Category: Gender policy 2019-11-07
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს.
პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.
ქართულის ოცნების მმართველობის შვიდ წლისთავზე მე-5 განათლების მინისტრი შეიცვალა. გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძის, ალექსანდრე ჯეჯელავასა და მიხეილ ჩხენკელის შემდეგ თანამდებობა, თითქმის წელიწადნახევრიანი მმართველობის თავზე მიხეილ ბატიაშვილმაც დატოვა.
7 ნოემბერს გადამდგარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა.
|