Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქსტატი: ქალების საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების საშუალო ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია

Category: Gender in Caucasus 
2019-12-04

საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 979.8 ლარია, რაც 577 ლარით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე, რომელიც 1557.2 ლარს შეადგენს.
 

“საქსტატი” საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 64%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს. კერძოდ, 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
 

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.
 

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი).

 

2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.
 

ამასთან, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.9 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.8 პროცენტი).


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker