Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

აშშ-ი ქალწულობის შემოწმების პრაქტიკის აკრძალვას გეგმავენ

Category: Gender in the world 
2019-12-06

ნიუ – იორკის შტატის კანონმდებლებმა საქალწულე აპკის შემოწმების პრაქტიკის აკრძალვის მიზნით, კანონპროექტი შეიმუშავეს.

 

როგორც ახალი კანონპროექტის ავტორები აცხადებენ საქალწულე აპკის შემოწმება ”ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა”.

 

კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელებიც, ნიუ-იორკის შტატის ასამბლეა 2020 წლის იანვარში განიხილავს.

 

თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, შტატში პროცედურა  უკანონო გახდება და ექიმები, რომლებიც გააგრძელებენ მის ჩატარებას, დაკარგავენ ლიცენზიას. სისხლის სამართლის საქმე კი იმ ექიმების მიმართ აღიძვრება, რომლებიც ამ პროცედურას კლინიკის გარეთ ჩაატარებენ.

 

აშშ-ი ამჟამად არც ფედერალურ, არც შტატების დონეზე არ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავენ ამ პროცედურის ჩატარებას.

 

2018 წელს სამმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - ქალწულობის შემოწმების სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს:

 

 

"სამედიცინო თვალსაზრისით ეს არა აუცილებელი და არასაჭირო სოციალური პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტკივილის, დამცირებისა და ტრავმის გამომწვევია, უნდა აიკრძალოს".

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქალწულე აპკის შემოწმების პროცედურები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება.

 

ზოგიერთ კულტურაში კი, საქალწულე აპკის შემოწმების გარეშე ქალს ქორწინება არ შეუძლია.

 

შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, T.I.-მ პოდკასტში Ladies Like Us საუბრისას განაცხადა, რომ ყოველწლიურად თავისი 18 წლის შვილი, დეია ჰარისი გინეკოლოგთან საქალწულე აპკის შესამოწმებლად მიჰყავს. მომღერლის განცხადებით, მას სურს გააკონტროლოს, ჰქონდა თუ არა მის შვილს სექსი.

 

 

 

T.I.-ს ამ განცხადებას არაერთი ორგანიზაცია თუ საჯარო პირი გამოეხმაურა. პოდკასტი, სადაც რეპერი ამ საკითხზე საუბრობდა, ოფიციალური საიტიდან წაიშალა და გადაცემამ Ladies Like Us ამ ფაქტის გამო ბოდიშიც მოიხადა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker