Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვა შესასვლელით სარგებლობის ვალდებულება აღარ ექნებათ

Category: Gender in the world 
2019-12-09

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რესტორნებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ქალებსა და მამაკაცებისთვის სხვადასხვა შესასვლელი ჰქონდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანსა და კაფეს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.

 

საუდელი მამაკაცები და ქალები - თუ ოჯახის წევრები ან ნათესავები არ არიან - ერთად, ერთმანეთის გვერდით არ უნდა იმყოფებოდნენ. ამიტომ ქალებსა და მამაკაცებს ცალ-ცალკე ადგილები აქვთ მიჩენილი რესტორნებსა და კაფეებში, საკონცერტო დარბაზებში და კონფერენციებზე.

 

 

ქალთა უფლებებზე ზრუნვა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური გარდაქმნის პროგრამაში, სახელწოდებით „ხედვა 2030“ ქალთა როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურობის, მანქანის მართვის და დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker