Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით განახლებული სტრუქტურით იმუშავებს

Category: Gender in Caucasus 
2019-12-11

ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

 

პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის პრეზენტაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

 

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა.

 

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სამინისტროებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს ახალი სტრუქტურა უპირველეს ყოვლისა კოორდინაციის გაძლიერებაზე იქნება მიმართული.

 

„ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით პოლიტიკის განმსაზღვრელი, ყველა უწყების მაკოორდინირებელი მექანიზმი, ვგულისხმობ პირველ რიგში სამინისტროებს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მაღალი დონის წარმომადგენლობას, რაც აქამდე პრობლემას წარმოადგენდა და მაგიდის გარშემო ისხდებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, საუბარია მინისტრებზე, რათა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მაღალი წარმომადგენლობით გადაწყდეს. რაც მთავარია, ეს იქნება ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბჭოს მუშაობაში უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

 

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პროცესებში უზრუნველყოფილი იყოს ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, რომლებსაც შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ და განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგას", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა გამართა.

 

„ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურა გულისხმობს, როგორც ახალ ოთხ პრიორიტეტს, რომელზეც ადამიანის უფლებათა საბჭო 2020 წლის განმავლობაში იმუშავეს ასევე, მუშაობისა დაწყებას ადამიანის უფლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას, ესენია - გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება. ამ ოთხი მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ ეფექტიანად მოახდინოს კოორდინაცია, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის ასევე, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. დიპლომატმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ამ კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი დაასახელა.

 

„პრემიერ-მინისტრთან არსებულ ადამიანის ულებების დაცვის საბჭოს საკვანძო ინსტრუმენტად და პლატფორმად მივიჩნევთ, სადაც თავს მოიყრიან დაინტერესებული წრეები და მხარეები, რათა მთავრობას ინფორმაცია მუდამ მიეწოდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა მხარეებისგან. ეს ნამდვილად კარგი სიახლეა და მოუთმენლად ველი საბჭოს ამოქმედებას. ევროკავშირი წარსულშიც დიდად უჭერდა მხარს ამ მიმართულებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის განხორციელებას. ახლა კი ველით ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტრატეგიის განხორციელებას ახალი საბჭოს საშუალებით და მზადყოფნას ვაცხადებთ ამ მიმართულების მხარდაჭერაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს (OHCHR) ხელმძღვანელმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის (OHCHR) მხარდაჭერითა და ნორვეგიის და შვედეთისა მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

 

 

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker