Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ანგელა მერკელი წლის ყველაზე გავლენიან ქალად სახელდება

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-12-13

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ზედიზედ მეცხრე წელია წლის ყველაზე გავლენიან ქალად სახელდება. ჯამში კი ანგელა მერკელი წლის გავლენიანი ქალების სიაში 14-ჯერ მოხვდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

 

Forbes-ი წლის ყველაზე გავლენიან ქალებს 2004 წლიდან ასახელებს. სიას გამოცემის ცნობილი ჟურნალისტები ადგენენ.

 

 

გერმანიის კანცლერი სიის სათავეში პირველად 2006 მოხდა და მას შემდეგ მუდამ ლიდერია. ერთადერთი გამონაკლისი 2010 წელი იყო, როდესაც წლის ყველაზე გავლენიან ქალად აშშ-ს პირველი ლედი, მიშელ ობამა დასახელდა, ხოლო მერკელმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

2019 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის ათეული:

 

ანგელა მერკელი — გერმანიის კანცლერი;

კრისტინ ლაგარდი — ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი;

ნენსი პელოსი — აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი;

ურსულა ფონ დერ ლეიენი — ევროკომისიის პრეზიდენტი;

მერი ბარა — ჯენერალ მოტორსის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი;

მელინდა გეიტსი — ქველმოქმედი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარე;

ებიგეილ ჯონსონი — Fidelity Investments-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი;

 

ანა ბატრისია ბოტინი — Stander Group-ის ხელმძღვანელი;

 

ვირჯინია რომეტი — IBM-ის ხელმძRვანელი;

 

მერილინ ჰიუსონი — Lockheed Martin-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

 

 

წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში, ასევე, მოხვდნენ ოპრა ვინფრი (20), ჯასინდა ანდერნი (38), დედოფალი ელისაბედ II (40), ივანკა ტრამპი (42), რიჰანა (61), ბიონზე (66), ტეილორ სვიფტი (71), სერენა ვილიამსი (81), რიზ ვიზერსპუნი (90), გრეტა თუნბერგი (100) და სხვები.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker