Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

2020 წლის გენდერული უთანასწორობის რეიტინგში 153 ქვეყანას შორის საქართველო 74–ე ადგილზეა

Category: Gender in the world 
2019-12-17

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 2020 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგი გამოაქვეყნა (Global Gender Gap Report 2020), სადაც საქართველო 153 ქვეყანას შორის  74–ე ადგილს იკავებს.

 

2018 წლის ანგარიშის თანახმად საქართველო 99–ე ადგილს იკავებდა, თუმცა მაშინ დოკუმენტი 149 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით იყო შედგენილი.

 

იმის გამო რომ რეიტინგი 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დგება, თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე შეფასება და ინდექსი ენიჭება ქალთა ჯანდაცვის, მათი პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკის სფეროში აქტიურობისა და განათლების კუთხით.

 

საქართველო სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელით 61 ადგილს იკავებს (2018 წელს – 75–ე). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა (68-ე) და პოლიტიკური გაძლიერების (94-ე) კუთხით აქვს (2018 წელს შესაბამისად 123-ე და 119-ე). განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით კი ქვეყანა 29-ე ადგილზეა (2018 წელს 60–ე).

 

 

 

 

2019 წელს სკანდინავიის ქვეყნები კვლავაც რჩებიან ლიდერებად გენდერული თანასწორობის საკითხებში.

 

საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ათეული კი ასე გამოიყურება:

 

  1. ისლანდია (100%-დან 87.7%-ი)
  2. ნორვეგია (84,2%),
  3. ფინეთი (83.2%)
  4. შვედეთი (82.0%).
  5. ნიკარაგუა (80.4%),
  6. ახალი ზელანდია (79.9%),
  7. ირლანდია (79.8%),
  8. ესპანეთი (79.5%),
  9. რუანდა (79.1%)
  10. გერმანია (78,7%).

 

ყველაზე ცუდი მდგომარეობა კონგოსა (152 ადგილი) და ჩადშია, რომელიც 153-ე ანუ ბოლო ადგილზე გავიდა.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გენდერული უთანასწორობა მსოფლიოში 2019 წელს შემცირდა, თუმცა მთლიანად აღმოიფხვრება მხოლოდ 99.5 წლის შემდეგ.

 


 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker