Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ლელა აქიაშვილი: საქართველოში ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება აქვთ

Category: Gender in Caucasus 
2020-01-21

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება აქვთ.
 

 

პრემიერის მრჩეველმა დღეს გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ იყო.
 

კითხვაზე, არის თუ არა გამოწვევა ერთი და იმავე პოზიციაზე მომუშავეთა განსხვავებული ანაზღაურება გენდერული ნიშნით და უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებებს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა: „დღევანდელი პრეზენტაციისასაც აღინიშნა და სხვა მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით, განსაკუთრებით კი თანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გვაქვს ერთგვარი სხვაობა, თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ერთ პოზიციაზე ქალებს და კაცებს ერთნაირი ხელფასი აქვთ. სხვაობა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს ეხება. ანუ ქალები და კაცები სხვადასხვა პოზიციებზე საქმდებიან.
 

ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, თებერვალში იგეგმება ვიზიტი გერმანიაში,სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ეპიკთან" ერთად შევიმუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ შეგვიძლია გენდერული სახელფასო სხვაობა აღმოვფხვრათ ქვეყანაში", -აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

2019 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1475 ლარია, ხოლო ქალების 551  ლარით ნაკლები და 924 ლარს შეადგენს. 2018 წლის შესაბამის პერიოდში ეს სხვაობა 562 ლარს შეადგენდა და 2019 წელს მხოლოდ 11 ლარით შემცირდა.


 

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე კვლავ საშუალოდ 38%-ით მეტია.


 

2019 წელს საქმიანობის  მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker