Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Category: Gender based violence 
2020-01-30

„საფარის“ ინფორმაციით, მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ საფარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურატურის მიერ ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.

 

საფარის შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება,“ – ნათქვამია საფარის განცხადებაში.

 

საფარი განმარტავს, რომ ეკა ჩხეიძის მიმართ არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ ადევნებაც იყო, რომელიც მის მიმართ წლები მიმდინარეობდა.

 

„მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ კაცისთვის. იმის შიშით, რომ შემთხვევით არ გადამყროდა, სხვა გზით დავდიოდი ხოლმე; იგი ხშირად მაკითხავდა სახლში, ქუჩაში, მეუბნებოდა, ვუყვარდი, სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემზე დაქორწინება, - განაცხადა ეკა ჩხეიძემ ჩვენების დროს.

 

ცნობისთვის, ეკა ჩხეიძის საქმეში ბრალდებული მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ ის 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker