Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

როგორ შეუწყო ხელი უნებლიეთ ზინგერის საკერავმა მანქანამ ქალთა თანაბარ უფლებებს

Category: It`s interesting to know 
2020-02-04

ისააკ ზინგერი - ამერიკელი გამომგონებელი, ბიზნესმენი,  მსახიობი, თანამედროვე საკერავი მანქანის მუშაობის მთავარი პრინციპის ავტორი და მსოფლიოში ცნობილი ფირმა Singer-ის დამფუძნებელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაჰათმა განდიმ ერთხელ ზინგერის საკერავ მანქანას “ერთ- ერთი მართლაც სასარგებლო გამოგონება” უწოდა და ამისთვის ყველა საფუძველი გააჩნდა.

 

 

 

ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში ხელით კერვა და კემსვა მსოფლიოს ქალების წყევლა იყო. მაგალითად ერთი პერანგის შეკერვას მკერავებ 14 საათს ანდომებდნენ.

 

 

”ჩვენ ვერ დავასახელებთ ვერცერთ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვისი შრომაც ასეთი დაბალანაზღაურებადია და ვინც განიცდის ამდენ ტანჯვას და გაჭირვებას”, - წერდა იმ პერიოდში მკერავებზე ნიუ – იორკ ჰერალდი.

 

 

ქალების ამ დამღლელი, მხედველობისთვის მავნე და შრომატევადი საქმისაგან გათავისუფლებას ბევრი ცდილობდა. სხვადასხვა ქვეყნებში გაცემული იყო არა ერთი ათეული პატენტი საკერავ მანქანებზე, თუმცა ისინი იყვნენ მოუქნელი, ძვირადღირებული მონსტრები, რომლებიც ნელა მუშაობდნენ და მხოლოდ სწორი ნაკერის გაკეთება შეეძლოთ. პირველი სწრაფი მანქანა (300 ბიჯი წუთში) გამოიგონა ამერიკელმა ელიას ხოუიმ, მაგრამ ფილანტროპებმა ამ გამოგონებას გზა არ მისცეს, რადგან ჩათვალეს რომ ეს გამოგონება ათასობით მკერავს ულუკმაპუროდ დატოვებდა.

 

თავისი ბუნებით, ისააკ ზინგერი არ იყო ქალთა თანაბარი უფლებების მომხრე.  მან უბრალოდ დაისახა მიზნად დაეჩქარებინა და გაემარტივებინა სამკერვალო პროცესი, რაც მისი აზრით გამდიდრების საფუძველი გახდებოდა. როგორც მისი ბიოგრაფი რუთ ბრენდონი აღნიშნავს, ის მიეკუთვნებოდა ისეთი მამაკაცების კატეგორიას, რომლებიც მხოლოდ აძლიერებენ ფემინისტურ მოძრაობას.

 

 

 

თავდაპირველად ზინგერის პროდუქციას ძირითადად სამკერვალო ფაბრიკები ყიდულობდნენ. უბრალო ადამიანს მასზე ხელი ვერ მიუწვდებოდა - მანქანა 125 დოლარი ღირდა, ამერიკული ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი კი 500 დოლარს არ აღემატებოდა. ზინგერის პარტნიორმა კლარკმა კერძო პირებისთვის მანქანის მიყიდვის მოქნილი სისტემა შეიმუშავა, რომელიც არა მარტო ზინგერის, არამედ მისი კონკურენტების მანქანების განვადებით შეძენასაც ითვალისწინებდა. ოჯახი თვეში მანქანის დაქირავებაში რამდენიმე დოლარს იხდიდა, შემდეგ კი, როდესაც ქირის მთლიანი თანხა საქონლის ღირებულებას უტოლდებოდა, მანქანა მყიდველის სრულ მფლობელობაში გადადიოდა.

 

 

 

 

თუმცა, გაყიდვების ყველა ამ სტრატეგიას ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა - მამაკაცური შოვინიზმი. ამაზე მეტყველებს იმ წლების კარიკატურებიც.

 

ერთზე კაცი ეკითხებოდა, თუ რატომ უნდა შეიძინოს სამკერვალო მანქანა, როდესაც ქორწინება უფრო ადვილი საქმეა. მეორეზე კი გამყიდველი არწმუნებდა მყიდველებს, რომ ქალს მანქანის ყიდვის შემდეგ სხვა არაფერი დარჩება, თავისი „ინტელექტის  გაუმჯობესების გარდა“.

 

 

 

 

რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება ბადებდა ეჭვს, რომ ქალები ვერ შეძლებენ გაუმკლავდნენ ასეთ ძვირადღირებულ მოწყობილობებს.

 

იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ეპყრობოდა ზინგერი ქალებს პირად ცხოვრებაში, ნათელია, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ქალებს შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება.

 

ქალების კარგმა მცოდნემ, ზინგერმა თავისი  პროდუქტის რეკლამა ქალებზე   ორიენტირებული გახადა: "თუ შევძლებთ ქალების დარწმუნებას, ისინი მოძებნიან საშუალებას ქმრებს ფული დაახარჯინონ". იმ დროს ჯერ არ იყო ქალთა ჟურნალები და კომერსანტმა სარეკლამო განცხადებების დარიგება თეატრებში და ეკლესიებში დაიწყო. თუ პირველ შემთხვევაში რეკლამა მხიარულ შეძახილებს აგონებდათ, მეორე შემთხვევაში ქადაგებას გავდა: “ძვირფასო დაო, გინდა გათავისუფლდე საოჯახო საქმისაგან?”

 

სხვა სარეკლამო აღმოჩენა იყო ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ბაზრობებსა და სალონებში მანქანის მუშაობას აჩვენებდნენ. კლიენტებს მიანიშნებდნენ: “ისარგებლე ჩვენი პროდიქციით და ასეთივე გახდებით”. ეს მუშაობდა და თანაც როგორ.

 

 

 

მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. სამხედროებთან მჭიდრო კავშირის გამო ზინგერი სამხედრო ქარხნებში პატენტს ყიდულობდა, რომელიც მანქანის ღირებულების 10 დოლარამდე შემცირების საშუალებას იძლეოდა.

 

 

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საუკუნის ბოლოსთვის ზინგერის აგენტებმა ყველაზე ტრადიციულ და კონსერვატიულ სფეროებშიც შეაღწიეს.

 

1860 წლისთვის New York Times – ი წერდა, რომ „არცერთი  გამოგონება არ ყოფილა ასეთი  სასარგებლო ჩვენი დედებისა და ქალიშვილებისთვის, როგორც ზინგერის სამკერვალო მანქანა“. მკერავებმა უფრო მეტის გამომუშავება დაიწყეს (1000 დოლარამდე წელიწადში) და უფრო ნაკლებად იღლებოდნენ.

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზინგერს, როგორც თვითონ აცხადებდა აინტერესებდა არა რაღაც გამოგონებები არამედ ფული, რომელიც შეიძლება მათი საშუალებით მიეღო, ის გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევადაც კი სოციალურ პროგრესში შეიტანო წვლილი.

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker