კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2020-02-25
2020 წლის 26 თებერვალს, 11:00 -15:00 მდე, თბილისის საკრებულოში, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი მართავს გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის (გადაწყვებილების მიმღები პირები (მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავჯდომარეები), გენდერული თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები, ქალთა ოთახის მენეჯერები.
შეხვედრის მიზანია, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გავუზუაროთ ინფორმაცია მუნიციპალური სერვისის- ქალთა ოთახების წარმატებული მაგალითების შესახებ. წარდგენილი იქნება „ქალთა ოთახების“ სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროსთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შეხვედრას ასევე, დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე, მარიკა დარჩია, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მერსი ქორპსის წარმომადგენლები.
პროექტის შესახებ:
პროექტი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა’’ ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისის- „ქალთა ოთახების“ არსებული მდგომარეობის შეფასებასა და ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას, ქალთა ოთახების სტანდარტიზაციის მიზნით.
მუნიციპალური სერვისი "ქალთა ოთახი"
მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ღია სივრცეა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო - საინფორმაციო საქმიანობისა და შეხვედრების ჩასატარებლად ქალთა და გოგონათა მხარდასაჭერად. „ქალთა ოთახის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო ქალებსა და გოგონებს, არამედ მუნიციპალიტეტში მოსულ ყველა მსურველს.
"ქალთა ოთახები", გაიხსნა სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების დასახმარებლად, როგორც მუნიციპალური მომსახურებისა და დახმარების რესურს-ცენტრი, სერვისი, რომლის მიზანიც არის, მუნიციპალიტეტის შენობაში შემოსული ქალებისა და გოგონებისათვის ხელის შეწყობა გაუცხოებისა და უხერხულობის დასაძლევად. ასევე კომფორტული გარემოს შექმნასთან ერთად მოსახლეობას მიეწოდება მათთვის საჭირო ინფორმაცია და ინტერესის მიხედვით კონსულტაციები მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში.
|