Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა

Category: Gender in Caucasus 
2020-02-25

2020  წლის 26 თებერვალს, 11:00 -15:00 მდე, თბილისის საკრებულოში,  არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი მართავს გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის (გადაწყვებილების მიმღები პირები (მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავჯდომარეები), გენდერული თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები, ქალთა ოთახის მენეჯერები.

 

შეხვედრის მიზანია, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გავუზუაროთ ინფორმაცია მუნიციპალური სერვისის- ქალთა ოთახების წარმატებული მაგალითების შესახებ. წარდგენილი იქნება „ქალთა ოთახების“ სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროსთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

შეხვედრას ასევე, დაესწრებიან  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე, მარიკა დარჩია, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მერსი ქორპსის წარმომადგენლები.


პროექტის შესახებ:

 

პროექტი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა’’ ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით.

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისის- „ქალთა ოთახების“ არსებული მდგომარეობის შეფასებასა და ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას, ქალთა ოთახების სტანდარტიზაციის მიზნით.


მუნიციპალური სერვისი "ქალთა ოთახი"


მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ღია სივრცეა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო - საინფორმაციო საქმიანობისა და შეხვედრების ჩასატარებლად ქალთა და გოგონათა მხარდასაჭერად.  „ქალთა ოთახის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო ქალებსა და გოგონებს, არამედ მუნიციპალიტეტში მოსულ ყველა მსურველს.

 

"ქალთა ოთახები", გაიხსნა სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების დასახმარებლად, როგორც მუნიციპალური მომსახურებისა  და დახმარების რესურს-ცენტრი, სერვისი, რომლის მიზანიც არის, მუნიციპალიტეტის შენობაში შემოსული ქალებისა და გოგონებისათვის ხელის შეწყობა გაუცხოებისა  და უხერხულობის  დასაძლევად. ასევე კომფორტული გარემოს შექმნასთან ერთად მოსახლეობას მიეწოდება მათთვის საჭირო ინფორმაცია და ინტერესის მიხედვით კონსულტაციები მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში.

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker