Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კორონავირუსის გამო გაერომ ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის მუშაობა შეზღუდა

Category: Gender in the world 
2020-03-04

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო გაეროს გენერალურმა მდივანმა და გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ცვლილებები შეეტანათ ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის სამუშაო პროგრამაში.

 

ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის ფარგლებში ჩატარდება მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა მუდმივი მისიების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც  9 მარტს გაიმართება. სესიის დროს დაგეგმილი ყველა პარალელური ღონისძიება გაუქმებულია.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9-20 მარტს გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 12 ათასს დელეგატს უნდა მიეღო მონაწილეობა ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის მუშაობაში და განეხილა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხები.

 

 

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker