Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პრეზიდენტმა ქალთა ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისაგან ანგარიში მოისმინა

Category: Gender based violence 
2020-03-06

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე შესაბამისმა უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი თანამშრომლობისა და საკითხში ჩართულობის მზაობა გამოხატა, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციისათვის.

 

ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის ლელა აქიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა ისეთ პრობლემასთან საბრძოლველად, როგორიც ოჯახში ძალადობაა.

 

"მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ის გზავნილი, რომ ძალადობა მიუღებელია. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“,- განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

 

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ შეხვედრის გამართვის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას დროული და მნიშვნელოვანი უწოდა. „ეს ძალიან დროული ინიციატივაა და მნიშვნელოვანია თავად ის, ფაქტი, რომ პრეზიდენტმა თავად გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი, ანუ ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა. კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების გეგმები იმედს გვაძლევს, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე აიწევს და უფრო მეტი შედეგი დადგება“, - აღნიშნა ელენე რუსეცკიმ.

 

 

 

 

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker