Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა უფლებები: პროგრესი თუ სტაგნაცია?

Category: Gender in the world 
2020-03-09

25 წლის წინ, მსოფლიო ლიდერებმა ქალების და გოგონების წინაშე ვალდებულებები აიღეს. ეს მოხდა პეკინში ქალთა მეოთხე მსოფლიო ისტორიულ კონფერენციაზე, რომელზეც პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა დამტკიცდა. თუმცა წლების წინ აღებული ვალდებულებები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა და დღეს, მაგალითად, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, ჯერ კიდევ არა მხოლოდ გავრცელებული, არამედ ზოგადად მიღებული მოვლენაა მსოფლიოში.

 

 

რა პროგრესს მიაღწია მსოფლიომ 1995 წლიდან ქალთა გაძლიერების, მათი უფლებებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით?

 

 

ფაქტები პროგრესის შესახებ:

 

* ეროვნულ პარლამენტებში ქალების  წარმომადგენლობის საშუალო მაჩვენებელი 25% შეადგენს,  მაშინ როცა 1995 წელს ეს მაჩვენებელი 11% -ს უდრიდა;

 

* ბოლო ათწლეულში 131-მა ქვეყანამ გაატარა სამართლებრივი რეფორმები გენდერული თანასწორობის მისაღწევად;

 

* 32 მილიონიდან 65 მილიონამდე გაიზარდა იმ გოგონების რიცხვი, რომლებმაც დაწყებითი სკოლა დაამთავრეს;

 

* დღეს 15-დან 24 წლამდე ასაკის გოგონების 90% წიგნიერია, ეს მაჩვენებელი 1995 წელს 80% -ს შეადგენდა;

 

* 2000-დან 2017 წლამდე დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ახალშობილზე 38%-დე შემცირდა;

 

* ბოლო 25 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ქვეყანაში მოხდა  აბორტის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, 18-მა ქვეყანამ კი აბორტზე აკრძალვები გააუქმა;

 

* დღეს მსოფლიოს მასშტაბით ხუთიდან ერთი გოგონა დაქორწინდა მანამ, სანამ ზრდსრულ ასაკს მიაღწევდა, 1995 წელს ეს მაჩვენებელი ოთხიდან ერთი იყო;

 

* 31 ქვეყანაში 15-დან 19 წლამდე ასაკის გოგონების 34% –მა გაიარა ოპერაცია, რომლის მსვლელობისას ქალთა გენიტალიების ამოკვეთა ან ტრავმირება (FGM) მოხდა, 1995 წელს ეს მაჩვენებელი 47% – ს შეადგენდა;

 

* დღეს დაბადებული გოგონები 8 წლით მეტს ცხოვრობენ, ვიდრე 1995 წელს დაბადებულები, ხოლო ქალების საშუალო ასაკი 75.2 წელს შეადგენს.

 

ფაქტები უთანასწორობის შესახებ:

 

* მთელ მსოფლიოში მამაკაცებს საპარლამენტო ადგილების 75%, ხოლო მენეჯერული პოზიციების 73% უკავიათ;

 

* ქალებს კაცებთან შედარებით, საშუალოდ,  სამჯერ მეტი დრო ეხარჯებათ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობაზე, რაც ზღუდავს მათ სხვა შესაძლებლობებს;

 

* ქალების ანაზღაურება, საშუალოდ, 16% -ით ნაკლებია, ვიდრე კაცების, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 35% –მდე იზრდება;

 

* გლობალურად, 25-დან 54 წლამდე ასაკის ქალების მხოლოდ 62% არის დასაქმებული, ხოლო მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 93% -ს შეადგენს. საინტერესოა, რომ 1995 წლიდან ეს მაჩვენებელი უცვლელი რჩება;

 

* 2019 წელს ყოველი მეხუთე ქალი ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა;

 

* ქვეყნების მინიმუმ 60%-ს კანონით ან პრაქტიკით ჯერ კიდევ დისკრიმინირებული აქვს გოგონების უფლება მიწის  მემკვიდრეობაზე;

 

* დღეს 15–19 წლამდე ასაკის ოთხიდან ერთ გოგონას არა აქვს მიღებული განათლება ან პროფესიონალური გადამზადება, ეს მაჩვენებელი ბიჭებში ათიდან ერთია;

 

* ყოველწლიურად 12 მილიონი გოგონა ადრეულ ასაკში ქორწინდება, 4 მილიონი კი  წინადაცვეთის (FGM) მსხვერპლი ხდება;

 

* მსოფლიოში 970,000 გოგონა აივ-ით ინფიცირებულია, 1995 წელს ეს მაჩვენებელი 740,000 შეადგენდა. მოზარდებში ოთხიდან სამი ინფიცირების ახალი შემთხვევა გოგონებზე მოდის;

 

* ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ 2-დან 4 მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და გოგონები არიან და მათი უმრავლესობა სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლია;

 

* 15–19 წლის ასაკის ოციდან ერთი ან დაახლოებით 13 მილიონი გოგონა გაუპატიურების მსხვერპლია.

 

 

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker