Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კოლეჯი კონსტრუქტ2 პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველ ქალებს სტიპენდიას უნიშნავს

Category: Gender in Caucasus 
2020-03-13

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებაზე და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის საერთო პროექტია. 

 

კონსტრუქტ2  მსურველებს სთავაზობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას - „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ და 11 პროფესიული მომზადების პროგრამას სამშენებლო მიმართულებით.

 

კოლეჯში სწავლა და კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელით სარგებლობა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. 

 

პროექტის ფარგლებში, კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ფონდ „ტასოსთან“. მათი ინიციატივით, ყველა ქალს, რომელიც პროფესიული მომზადების პროგრამაზე გამოთქვამს სწავლის სურვილს, სტიპენდია დაენიშნება.

 

 

 

 

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები, გაიაროს ანაზღაურებადი პრაქტიკა და დასაქმდეს არჩეული პროფესიის მიმართულებით. სწავლება მოიცავს, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ კურსდამთავრებულებს კომპანია m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.
პროფესიები :

 

1. ელექტრო-რკალური შედუღება;

2. თაბაშირ-მუყაოს ფილებით სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

3. მარტივი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

4. სხვადასხვა სახის საბათქაშე სამუშაოების წარმოება;

5. მშენებლობაზე ქარგილების მოწყობა;

6. არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება მშენებლობაზე;

7. საკალატოზო სამუშაოების შესრულება;

8. სხვადასხვა სახის ზედაპირებზე სამღებრო სამუშაოების წარმოება;

9. სხვადასხვა სახის ზედაპირების ფილებით მოპირკეთება;

10. სხვადასხვა სახის სახურავის მოწყობა;

11. შენობაში წყალსადენი სისტემების მონტაჟი.

 

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებზე“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სწავლება მოიცავს 2 წლიან თეორიულ კურსს.

 

 

ამჟამად განაცხადების მიღება ხორციელდება მომზადების პროგრამაზე :

 

1. მშენებლობაზე ქარგილების მოწყობა;

2. საკალატოზო სამუშაოების შესრულება;

3. არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება მშენებლობაზე;

4. სხვადასხვა სახის საბათქაშე სამუშაოების წარმოება;

 

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ტელ: 032 2 42 44 43
https://construct2.ge/
E-mail: INFO@CONSTRUCT2.GE

იმერეთი, ზესტაფონი, ნიკო ნიკოლაძის 28

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker