Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინდოეთში 2012 წელს სტუდენტის ჯგუფურად გაუპატიურებისთვის ოთხი პირი სიკვდილით დასაჯეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2020-03-20

ინდოეთში სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს იმ ოთხი პირის მიმართ, რომლებმაც 2012 წელს 23 წლის სტუდენტი გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს. სასჯელის უმაღლესი ფორმა მათ 2013 წელს გამოუტანეს.

 

23 წლის გოგონას ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი ავტობუსში დაესხა თავს. ის ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ კი რკინის ჯოხით სცემეს და მიმავალი ავტობუსიდან გადააგდეს.

 

გოგონა ავტობუსით მეგობარ ბიჭთან ერთად მგზავრობდა, რომელსაც თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

მოგვიანებით სტუდენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარმა ინდოეთის საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

2013 წლის მარტში ექვსი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მეექვსე ბოროტმოქმედი კი თავდასხმის მომენტისთვის არასრულწლოვანი იყო, ამიტომ ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker