Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საფრანგეთში თვითიზოლაციის პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 30% -ით გაიზარდა

Category: Gender based violence 
2020-03-30

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ მოქალაქეების თვითიზოლაციამ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

 

მას შემდეგ, რაც 17 მარტს საფრანგეთში კარანტინი გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 30% -ით გაიზარდა.

 

თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ პარიზში ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა 36% -ს შეადგენს.

 

ამ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, დაზარალებულებს შეეძლებათ დახმარების გამოძახება აფთიაქებში. ”ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, ქმრის გარეშე აფთიაქში მისვლის დროს, უნდა ჰქონდეს დახმარების გამოძახების შესაძლებლობა ”- განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

 

მისივე განმარტებით, უკვე გაცემულია მითითებები შესაბამის სტრუქტურებში, რათა ოჯახში ძალადობის ფაქტების დროს პოლიციამ  "სწრაფი რეაგირება და ჩარევა" შეძლოს.

 

კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის "პრიორიტეტია".

ბოლო ორი კვირის მანძილზე საფრანგეთის მოსახლეობა, კორონავირუსის გამო,  თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება, ხოლო კარანტინი ქვეყანაში 15 აპრილამდე გაგრძელდება.

 

საფრანგეთი ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა ევროპაში. ყოველწლიურად, 18-დან 75 წლამდე ასაკის დაახლოებით 219,000 ქალი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ახლანდელი ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველ სამ დღეში ერთხელ, საფრანგეთში ერთ ქალს მისი პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker