Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ძალადობის პანდემია: მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა

Category: Gender based violence 
2020-03-31

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, სხვადასხვა ქვეყანების ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ და ამ პერიოდში სახლს ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს. მართლაც, სახლში დარჩენით ინფიცირების რისკი გაცილებით დაბალია, თუმცა სამწუხაროდ სახლი   ყველასთვის "ყველაზე უსაფრთხო ადგილს"არ წარმოადგენს.

 

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში დუბრავკა სიმონოვიჩმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში კარანტინის შემოღებამ გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა და მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიიღონ დამატებითი ზომები მსხვერპლთა დასახმარებლად.


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ მოქალაქეების თვითიზოლაციამ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ზრდა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც 17 მარტს საფრანგეთში კარანტინი გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 32% -ით გაიზარდა. თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ პარიზში ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა 36% -ს შეადგენს.

 

საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფასოდ განათავსოს ისინი სასტუმროებში.

 

გენდერული თანასწორობის მინისტრმა მარლენ სკიაპამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებსა და აფთიაქებში დაახლოებით 20 ცენტრი გაიხსნება, რათა ქალებს შეეძლოთ საყიდლების დროს დახმარებისთვის მიმართვა.

 

მთავრობა ასევე გამოყოფს ერთი მილიონ ევროს (1,1 მილიონი აშშ დოლარი) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა უფრო ეფექტიანად დაეხმაროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს კარანტინის პირობებში.

 

ოჯახში ძალადობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა ჩინეთშიც. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც ჰუბეის პროვინციაში ძალადობის მსხვერპლებს ეხმარება, კარანტინის დროს ცხელ ხაზზე ზარების რაოდენობა გაორმაგდა.

 

 

სიტუაცია გამწვავდა ბრაზილიაში.  ოჯახში ძალადობის ფაქტების რაოდენობა 40-50% -ითაა გაზრდილი. 

 

სიტუაციის გამწვავებაზე ასევე აცხადებენ  უფლებადამცველები იტალიიდან და ესპანეთიდან. განსაკუთრებულ შეშფოთებას მათში ის ფაქტი იწვევს, რომ კარანტინის პირობებში ქალები ხშირად ვერ ახერხებენ პოლიციაში დარეკვას. ამასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანაში გადაწყდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ონლაინ დახმარებას.

 

კანარის კუნძულების ხელისუფლებამ კი რთულ სიტუაციაში მოხვედრილ ქალების დასახმარებლად შემდეგ ხერხს მიმართა: საკმარისია ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა აფთიაქში პირბადე-19 მოითხოვოს. ამ კოდური სიტყვის თანახმად, ფარმაცევტი მიხვდება, რომ ქალს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება.

 

გერმანიაში, ბუნდესტაგის „მწვანეთა“ ლიდერმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმ ათასობით ქალის ბედით, რომლებიც აგრესორებთან ერთსა და იმავე სივრცეში დარჩნენ. პოლიტიკოსმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ახლა ცარიელი სასტუმროები კრიზისულ ცენტრებად გადააკეთოს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker