Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქვეყანაში საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები - ომბუდსმენის ანგარიში

Category: Gender based violence 
2020-04-03

2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია გენდერულ თანასწორობაზეც.

 

როგორც ნათქვამია ანგარიშში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ქვეყანაში საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი).

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა განხორციელებული. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი მკვლელობის/მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პრევენცია. კვლავ დაბალია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები, ასევე უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივი მდგომარეობასა და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე.

 

ანგარიშის თანახმად ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა, ადრეული ქორწინებისა და ნიშნობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ კამპანიას ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე.

 

არ გაუმჯობესებულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის ფაქტები. მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს პასუხი არ არის ქმედითი და ეფექტური.

 

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით, მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა.

 

გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. ბავშვთა სიღარიბის კვლავაც მაღალი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრაზე; ვერც მუნიციპალური პროგრამები უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი აღირიცხა.

 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად. არც ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება განსაზღვრულა და არც კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მომხდარა.

 

სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ზრდასრულ შშმ პირთა წვდომას რეაბილიტაციაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დასაცავად საკმარისი არ არის. ასევე მცირეა სათემო სერვისები.

 

კვლავ არ ხდება ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა. პრობლემურია ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში. სახალხო დამცველის შეფასებით საბანკო დაწესებულებების მიერ ხანდაზმულ პირთა თვიური პენსიის 50%-ზე მეტის დაკავების შემთხვევები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker