Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება

Category: Gender based violence 
2020-04-10

პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაზრდის რისკები ამავე საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს. მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფო აკონტროლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკებს.

 

ისინი ეყრდნობიან შსს-ს სტატისტიკას, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში ოჯახში ძალადობის რიცხვი არ გაზრდილა. ამასთან, ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება.

 

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობის მონაცემების უფრო დეტალურად შესაფასებლად შსს ამჟამად სპეციალურ მეთოდოლოგიაზე მუშაობს, პარალელურად კი:

 

  • 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006;
  • უფასო, ანონიმურ ცხელ ხაზზე ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა;
  • ფუნქციონირებას აგრძელებს 112-ის ცხელი ხაზიც. შესაძლებელია მობილური აპლიკაციის (112 Georgia) გამოყენებაც;
  • ქვეყნის მასშტაბით მუშაობას აგრძელებენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები;
  • სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნაწილობრივ დისტანციურად აგრძელებს უფასო იურიდიულ და ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდებას.

 

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შსს-სა და გენერალური პროკურორის მოადგილეებმა, ასევე, სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.

 

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker