Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ეთნიკური უმცირესობები და არჩევნები - რა ხდება ქვემო ქართლის პარტიულ სიებში

მანო ტოგონიძე
Category: Ethnic minorities 
2014-06-05

15 ივნისი საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების დღეა, საქართველოს მოსახლეობა 2,088 საკრებულოს წევრს, 12 ქალაქის მერს და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს.


საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიები ცესკოში უკვე წარდგენილი და დარეგისტრირებულია.
Mediamall.ge აგრძელებს მუშაობას ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის გარკვევაზე თითოეული პარტიის სიაში.


ამჯერად ჩვენი განხილვის თემა ქვემო ქართლში, კერძოდ, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში და დმანისში წარდგენილი პარტიული სიები იქნება.


როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ჩვენთან საუბარში აცხადებენენ, ის რეგიონები, რომლებიც დასახლებულია ეთნიკური უმცირესობით, მთლიანად , თითქმის 100 %-ით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობით.


შეესაბამება თუ არა სიმართლეს მათ მიერ წინასწარ გაკეთებული განცხდებები ჩვენი კვლევიდან შეიტყობთ.

ცესკოს მონაცემებით, სააარჩევნო სუბიექტად 19 პარტია / ბლოკია დარეგისტრირებული, რომელთა ნაწილს რეგიონებში სია საერთოდ არ წარუდგენია.


რაც შეეხება მათ, ვინც სია წარადგინა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობა შემდეგნაირად გადაანაწილეს.


არასაპარლამენტო ოპოზიცია : გარდაბანში წარდგენილია 18 წევრიანი სია, რომელთა შორის 4 უმცირესობის წარმომადგენელია. მარნეულში 20 -დან 13, ბოლნისში 18 - დან არცერთი, ხოლო დმანისში 25 წევრიდან 4.


საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა: გარდაბანი 25 დან 7, მარნეული 28 დან 18, ბოლნისი 18 -დან 8 და დმანისში სია საერთოდ არ აქვთ.


ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია: გარდაბანი 22-დან 6, მარნეული 20- დან 17, ბოლნისი 20-დან 7 და დმანისი 19-დან 3.


ნაციონალური მოძრაობა: გარდაბანი 20-დან 7, მარნეული- 20- დან 12, ბოლნისი 18 -დან 9, ხოლო დმანისი 20-დან 10.


საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი: გარდაბანში სია პარტიული სია არ აქვს, მარნეული - 18-დან 8, ბოლნისი 19 დან 3, დმანისშიც ასევე სია არ აქვს.


ბლოკი თვითმმართველობა ხალხს: გარდაბანი- 24 დან 12, მარნეული, 17 დან 17, ბოლნისი 17 დან 4, დმანისი 15-დან 1.


სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზა: გარდაბანი 18დან 5, მარნეულში სია არ აქვს, ბოლნისი 17 დან 2 , დმანისში სია არ აქვს.


ლეიბორისტული პარტია: გარდაბანი 19 დან 2, მარნეული 16-დან 0, ბოლნისი 18 დან 2, და დმანისი 19 დან 1.
კოალიცია „ქართული ოცნება“- გარდაბანი 35 - დან 6, მარნეული 32 -დან 15, ბოლნისი 31-დან 4, ხოლო დმანისი 32-დან 6.


რაც შეეხება „ქრისტიან -დემოკრატიულ“ პარტიას, მათ მხოლოდ დმანისში წარადგინეს 19 წევრიანი სია, სადაც არცერთი ეთნიკური უმცირესობის წევრი არ არის.


იგივე მდგომარეობაა მერაბ კოსტავას საზოგადოების მხრიდან წარდგენილ სიაშიც, მათ მხოლოდ მარნეულში წარადგინეს პარტიული სია, სადაც 17 ადამიანიდან არცერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ არის.
ბოლო პარტია, ეს არის „ჩვენი საქართველო“ ვისაც ქვემო ქართლში, კონკრეტულად გარდაბანში საკუთარი წევრები ჰყავს წარდგენილი და 15 წევრიდან არცერთი ეთნიკური უმცირესობის წევრი არაა.


ცნობისთვის, 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 16%-ს ოდნავ აღემატება. ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს ქვეყანაში აზერბაიჯანელები წარმოადგენენ 6.5% (285,000 ადამიანი), რომლებიც გეოგრაფიულად კონცენტრირებულნი არიან ქვემო ქართლში და კახეთის და შიდა ქართლის ზოგიერთ რაიონში, ხოლო რაოდენობრივად ოდნავ ნაკლები ეთნიკური სომხები (5.7% ანუ თითქმის 249,000 ადამიანი) ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში, ქვემო ქართლის წალკის რაიონში და თბილისში ცხოვრობენ. არის ასევე საკმაოდ მოზრდილი, თუმცა კლებადი, ეთნიკური რუსების (1.5%), ოსების (0.9), იეზიდი-ქურთების (0.5%), ბერძნების (0.4%) და კიდევ რამდენიმე ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ქისტების და ჩეჩნების, ებრაელების, აფხაზების, ასირიელების, უდების, ავარების, უკრაინელების, ჩეხების, პოლონელების, ბულგარელების, ესტონელების, ლატვიელების, ლიტველების, ბოშებისა და მოლდოველების.

 

 


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker