Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თამარ კორძაია მუსლიმ მოსახლეობას ბოდიშს უხდის

Category: Ethnic minorities 
2014-10-24

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას ბოდიშს უხდის. კორძაია რელიგიათა სააგენტოს მიმართავს, უმოკლეს ვადაში შეისწავლოს საკითხი. მისივე განცხადებით, ყველა პოლიციელმა, რომელმაც ძალას გადაამეტა პასუხი უნდა აგოს.


მოხეს ინციდენტს თამარ კორძაია დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

"ვთვლი, რომ რელიგიათა სააგენტომ აქტიურად უნდა იმუშაოს. მოხეს მუსლიმ მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ შენობა იყო მუსლიმური მეჩეთი და ითხოვენ მის დაბრუნებას. რელიგიათა სააგენტო შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის საკითხებზე იმსჯელოს და კონფლიქტები აღმოფხვრას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ კორძაიამ.

 


რაც შეეხება პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც კორძაიამ აღნიშნა, გუშინ მედიით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი ამტკიცებს, რომ პოლიციელმა სცემა და თუკი ეს ფაქტი დასტურდება, პოლიციელმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი.


გუშინ სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება.


სამართალდამცველებსა და მოხეს მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი.

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker