Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

Category: Trafficking 
2017-09-19

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2016 წლისთვის მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანი თანამედროვე მონობის მსხვერპლი გახდა. აქედან დაახლოებით 152 მილიონი ბავშვია, რომლებიც იძულებითი შრომით არიან დაკავებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და Walk Free Foundation  ერთად ჩაატარა. შედეგები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იყო წარმოდგენილი.

 

 

კვლევის თანახმად, დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი მონობის მსხვერპლია, დაახლოებით 25 მილიონი იძულებითი შრომით არის დაკავებული, ხოლო 15 მილიონი  იძულებით დააქორწინეს. აღსანიშნავია, რომ მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ – დაახლოებით 29 მილიონი ანუ 71% -ი. სექსუალური მონობის მსხვერპლის აბსოლუტური უმრავლესობა კი (99%) ქალია.

 

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 5-დან 17 წლამდე ასაკის 152 მილიონ ბავშვს აიძულებენ მონურ მუშაობას. ძირითადად, ბავშვთა შრომა გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სფეროში. შედარებით ნაკლებად მომსახურებისა და წარმოების სექტორში. აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტი ბავშვი მუშაობს.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ვერ შესრულდება, სანამ ხალხი უფრო აქტიურად არ ჩაერთვება თანამედროვე მონობისა და ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლაში.


Tags: შრომის

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker